მთავარისიახლეებიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, გაიმართა შეხვედრა 2023 წლის...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, გაიმართა შეხვედრა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდის “Terratech ის “ ზუგდიდელ წევრებთან

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, გაიმართა შეხვედრა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდის “Terratech ის “ ზუგდიდელ წევრებთან მეოთხე სკოლის მოსწავლეებმა გიგი გამსახურდიამ და ლუკა კუკავამ მონაწილეობა მიიღეს რობოტი მაღაროელის შექმნაში, რომელმაც გუნდს 2024 წლის ზაფხულში, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრების შესაძლებლობა მოაპოვებინეა . გამარჯვებულმა გუნდმა მაღაროელთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფის მიზნით შექმნეს მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა, მაღაროელი რობოტი, სიცოცხლისთვის საშიში მეთანის სამუშაო გარემოდან გამომდენი ფილტრი. ‘’Terra Tech თბილისის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდია. ლუკა და გიგი ახალგაზრდებს ესაუბრნენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობაზე, რობოტიკასა და ინჟინერიაზე. მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აგრეთვე ნაჩვენები იქნა ვიდეო,რომელიც ასახავს პროექტში მონაწილეობის პერიოდში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.
კონკურსი წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა,რომელიც ათასწლეულის გამოწვევების ფონდის მიერ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება. ახალგაზრდებმა აღნიშნეს რომ მათი პროექტის წარმატებით განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვნის ზუგდიდის ტექნო პარკს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...