მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი შვილის სამუდამო პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს

ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი შვილის სამუდამო პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს

Published on

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს ის სულ მცირე 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე ამბობს, რომ მისი შვილი ნაწამებია და ითხოვს მის გათავისუფლებაში დახმარებას.

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)

სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა, ” – წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობაში

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, “აზოვსტალის” დატოვების დროს ჩავარდა. გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და აქამდე, მებრძოლის ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...