მთავარისიახლეები"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გარდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მტრად ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ აღიარებს.

ხერხეულიძემ ისაუბრა რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის გარდაცვალებაზე და თქვა, რომ პუტინის სურვილები არის დაუკმაყოფილებელი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე და არანაირ წიაღსვლებს ქართველი სამამულო ექსპერტების დასკვნებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არ აქვს ფასი, ვინაიდან, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად, საღად აფასებს იმ რისკს და საშიშროებას, რომელიც მომდინარეობს ამ რისკთან მიმართებაში. როდესაც პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეხედულებები მიხეილ სააკაშვილზე. მიხეილ სააკაშვილის გარდა ის მტრად არ აღიარებს ქართული ოცნების არცერთ წარმომადგენელს. ამიტომ სამიზნე რომელიც დღეს ვივამედში იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით და მაღალი რისკი მისი მკვლელობის თაობაზე არის ძალიან რეალური. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის დღეს უკეთესად გამოიყურება ვიდრე წინა პირობებში და ამის პირობებში თავად მე ვარ როდესაც მას ვნახულობდი ძალიან მძიმე ვითარებაში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნის სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა. ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამიტომ, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი, ან თქვენი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...