მთავარისიახლეები"მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს" - იულია ნავალნაია

“მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს” – იულია ნავალნაია

Published on

ულია ნავალნაია ქმრის საქმიანობის გაგრძელებას აანონსებს – მიმართვა მან სოციალური ქსელით გაავრცელა და მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა:

“მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით. გაიზიარეთ არა მარტო მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, რომელიც შემოგვეჩვია, გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემთან ერთად ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. <…> სირცხვილი არ არის ცოტას გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია საკუთარი თავის შეშინების უფლება. ” განაცხადა იულია ნავალნაიამ.

მან პირობა დადო, რომ გამოავლენს ქმრის მკვლელობის მიზეზებსა და უშუალოდ მონაწილე პირებს:

“აუცილებლად გავარკვევთ ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. დავასახელებთ სახელებს და დავასახელებთ სახეებს”, – აღნიშნა ნავალნაიამ.

შეგახსენებთ, ქმრის სიკვდილის შემდეგ, იულია ნავალნაიამ პირველი განცხადება იმავე დღეს, მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა და მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დააკისრა.

სიახლეები

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...

ივანიშვილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ისინი...

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში...