მთავარისიახლეებიადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ- ბორელი

ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს, ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი დავარქვათ- ბორელი

Published on

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამ თემაზე ბრიუსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

ბირუსელში ევროკავშირის ლიდერები მინისტერიალზე იკრიბებიან. შეხვედრას ნავალნის ცოლიც დაესწრება. ბორელმა თქვა, რომ გასული დღეების განმავლობაში ნავალნის ხსოვნის აქციაზე რუსეთის არაერთ ქალაქში ასობით ადამიანი დააკავეს.

“ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის მესიჯი რუსეთის ოპოზიციას”, – თქვა ბორელმა.

მოსალოდნელია, რომ წევრები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.

ბორელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირს ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს სახელი შეეცვალოს და “ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი” დაერქვას.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...