მთავარისიახლეებიპოლიტიკასტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

Published on

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი აპირებს უკრაინას მილიონი დრონი გადასცეს. როგორც სტოლტენბერგი ამბობს, გადაწყვეტილება 2-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს – ჯერ “რამშტაინის,” შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. “დრონების კოალიციის” პირველ შეთანხმებას სათავეში დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან.

“მოკავშირეთა ჯგუფი აპირებს გააერთიანოს ძალისხმევა და გადასცეს უკრაინას მილიონი დრონი. NATO-ს ოცი მოკავშირე ასევე შეთანხმდა, რომ შეიქმნას გამნაღმველი კოალიცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ერთიანობაში NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის 99%-ზე მეტს უზრუნველყოფენ”, – ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ დრონებისა და სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობს არა აშშ-ი, არამედ ალიანსის ევროპული ქვეყნები. ამით მან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ NATO-ს ევროპული ქვეყნები თავდაცვის ხარჯებზე არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...