მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი უკრაინის დახმარების ლობირების მიზნით ევროპულ ტურნეს გეგმავს

ზელენსკი უკრაინის დახმარების ლობირების მიზნით ევროპულ ტურნეს გეგმავს

Published on

Bloomberg ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა უახლოეს მომავალში ეწვიოს დასავლეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე დედაქალაქს, რათა მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს აშშ-დან დაფინანსების შენელების გამო.

Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ ზელენსკის ვიზიტი, შესაძლოა, იყოს 16-18 თებერვლას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მისი მონაწილეობის ფარგლებში. პარიზი და ბერლინი და მიუნხენი დასახელებულია იმ ქალაქებს შორის, სადაც ზელენსკი შესაძლოა ჩავიდეს, ასევე, განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობაც.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ზელენსკი გეგმავს აქცენტი გააკეთოს სამხედრო დახმარების საკითხებზე, ასევე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერაზე.

ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია Bloomberg-ისთვის ინფორმაცია ზელენსკის ვიზიტის შესახებ.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...