მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის ადმინისტრაცია ალიევისთვის გაგზავნილ მისალოც წერილს აქვეყნებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალიევისთვის გაგზავნილ მისალოც წერილს აქვეყნებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს, რომელიც მან ილჰამ ალიევს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაიგზავნა. წერილი 2024 წლის 9 თებერვლით თარიღდება:

“თქვენო აღმატებულებავ,
ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში.

ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც მეტად გავაძლიერებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, ხოლო აზერბაიჯანელ ხალხს – მშვოდობასა და კეთილდღეობას” – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან “ოცნება” საქართველოს პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. მათი შეფასებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მეზობლურ ურთიერთობებს აზიანებს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი ეს “პოლიტიკური სიბეცეა”.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელისუფლების პასუხად განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს ოფიციალური წერილით მიულოცა არჩევა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...