მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპის სენსაციური განცხადება და თეთრი სახლის შეფასება: "ეს შოკისმომგვრელია!"

ტრამპის სენსაციური განცხადება და თეთრი სახლის შეფასება: “ეს შოკისმომგვრელია!”

Published on

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააჟღერა ისტორია, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება. მან განაცხადა, რომ როცა სახელმწიფოს მეთაური იყო, მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წახალისებით ემუქრებოდა. 

მისი თქმით, ნატოს იმ წევრ-სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებიც ალიანსის ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, ტრამპი ეუბნებოდა, რომ უფლებას მისცემდა რუსეთს, ის გაეკეთებინა, რასაც მოისურვებდა. 

თეთრ სახლში ტრამპის ამ განცხადებას უკვე უწოდეს “შოკისმომგვრელი”.

როგორც BBC იტყობინება, სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ დაიცავს ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ალიანსის გაძლიერებაში სათანადო წვლილი არ შეაქვთ. 

“ნატო ბანკროტი იყო, სანამ მე გამოვჩნდებოდი. მე ვთქვი: “ყველა გადაიხდის”. მათ მკითხეს: “მაგრამ თუკი ჩვენ არ გადავიხდით, თქვენ ხომ მაინც დაგვიცავთ?” მე კი მივუგე: “ნამდვილად არა!” მათ ეს არ სჯეროდათ…” – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...