მთავარისიახლეებიმსოფლიოზალუჟნის ნაცვლად ოლექსანდრ სირსკი - ზელენსკიმ სარდალს მადლობა გადაუხადა და გუნდში დარჩენა...

ზალუჟნის ნაცვლად ოლექსანდრ სირსკი – ზელენსკიმ სარდალს მადლობა გადაუხადა და გუნდში დარჩენა შესთავაზა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სარდლად გენერალი ოლექსანდრ სირსკი წარადგინა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტი ზალუჟნის შეხვდა, უკრაინის ორწლიანი დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მასთან ერთად განიხილა ახალი სარდლის კანდიდატურები. ზელენსკი ამბობს, რომ ზალუჟნის მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

“შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მე მას მადლობა გადავუხადე უკრაინის დაცვისთვის ორი წლის განმავლობაში. ჩვენ განვიხილეთ განახლება, რომელსაც მოითხოვს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ჩვენ ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული ხელმძღვანელი. ასეთი განახლების დრო ახლაა. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე გუნდის შემადგენლობაში დარჩენილიყო. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში თავად ვალერი ზალუჟნიმაც დაწერა: “მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით”.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...