მთავარისიახლეებიმთავრობის სტრატკომის უფროსი "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი იქნება

მთავრობის სტრატკომის უფროსი “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი იქნება

Published on

ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გაშვებას აპირებს და ადმინისტრაციას საკუთარი ნდობით აღჭურვილი კადრებით დააკომპლექტებს.

ახალმა პრემიერმა თქვა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს და რომ ეს “ნაკლებად პოლიტიკური” საკითხია.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, იცვლება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ამ პოსტს რევაზ ჯაველიძე იკავებს. ასევე, მისი მოადგილე.

შეიცვლება რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლერი ბარნაბიშვილი. ის ე.წ. პროკურატურის კლანის წარმომადგენელია, ასევე, არსებული ინფორმაციით, არაფორმალურად კურირებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც. “მთავარის” ინფორმაციით, შეიცვლება ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი – მამუკა ჯანგულაშვილი.

ცვლილებები შეეხება მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს – ნინო გიორგობიანს, რომელიც პოსტს წლები იკავებდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს – მიშა ფეიქრიშვილი შეცვლის. ის ამ დროისთვის “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...