მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაფრთხილება ბაღდათში მეწყრული პროცესების რისკის შესახებ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2021-22 წლებში ჰქონდა...

გაფრთხილება ბაღდათში მეწყრული პროცესების რისკის შესახებ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2021-22 წლებში ჰქონდა – ექსპერტი

Published on

ექსპერტი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ბაღდათში მეწყრული პროცესების რისკების შესახებ ინფორმირებული ჯერ კიდევ 2021-22 წლებში იყო, თუმცა მათი მხრიდან არაფერი რეაგირება არ ყოფილა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სპეციალისტი, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის წაკითხვას შეძლებს.

როგორც შოვის ტრაგედიის დროს ვამბობდი, რომ არსებობს ინფორმაციები, რომელიც მისდის მუნიციპალიტეტებს, ცენტრალურ ხელისუფლებას, უბრალოდ, წამკვითხველი არავინაა, იმიტომ, რომ ადგილზე სპეციალისტები არ გვყავს, აქ მითუფრო იყო გამოყოფილი ეს და შეფასებული იყო რისკფაქტორად 07-09 ბალიანი სისტემით და შესაბამისად, აქ გაფრთხილება სახელმწიფოს, ინფორმაციის სახით 2022-21 წლის, მანამდეც, ანგარიშებში ჰქონდა მიცემული, – ამბობს “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში მეწყრული პროცესები გუშინ გავითარა. სტიქიის შედეგად 9 ადამიანია დაღუპული.

სიახლეები

ექიმი-ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება – პასუხისმგებელი რუსული ოცნებაა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რაც შესაძლოა...

“მომავალი ახალგაზრდებისაა” – დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან

თბილისში დაანონსებულ დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც უერთდებიან - რეჟიმის ტყვეების მშობლები "პირველებთან"...

ელექტროენერგიის მიწოდება კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის გამო შეიზღუდა – “საქართველოს ელექტროსისტემა”

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაზე"...

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...