მთავარისიახლეებიმნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ელაპარაკონ ხალხს

მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ელაპარაკონ ხალხს

Published on

სახალხო დამცველი ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ერთხელაც არ არის ნამყოფი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მოუწოდებს კონფლიქტის ზონაში ჩავიდეს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იცნობდნენ, რა მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება ხალხს არარსებულ საზღვართან მდებარე სოფლებში.

“მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები და ელაპარაკონ ხალხს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, რომ ადამიანების ცხოვრება ამ პირობებში გაუმჯობესდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი, რომელიც მაგალითად შესაძლებელი არის თბილისში. მაგალითად ინტერნეტი, რომელიც ამ სოფელში არ არის და ერთ- ერთი საკითხი ეს არის, რომელიც დააყენეს რომ ინტერნეტის პრობლემა რამენაირად მოგვარდეს” თქვა იოსელიანმა.

ომბუდსმენი დღეს ჯარიაშენსა და ქვეშში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ორივე სოფელში უსაფრთხოების პრობლემაა, ჯარიაშენში კი ოკუპაციასთან ერთად სოფლის მიწების გასხვისებასაც აპროტესტებენ.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...