ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების კანონპროექტი წარუდგინა

0
120

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის ვადების კიდევ სამი თვით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 14 თებერვლიდან კიდევ 90 დღით ხანგრძლივდება.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის დღეს შემოიღეს და მას შემდეგ ის რამდენჯერმე გაგრძელდა, ბოლოს 2023 წლის 8 ნოემბერს, როდესაც უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა და საომარი მდგომარეობაც და საყოველთაო მობილიზაციის ვადაც 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

იანვრის ბოლოს მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია წარუდგინა.

დოკუმენტი ითვალისწინებს მობილიზაციის ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებას, განსაზღვრავს საომარი მდგომარეობის მკაფიო ვადას, ითვალისწინებს წლიურ საბაზისო შვებულებას არანაკლებ 15 კალენდარული დღის ვადით, ხოლო მოხალისეებს შეუძლიათ მიიღონ ორთვიანი გადავადება იმისთვის, რომ მოემზადონ მობილიზაციისთვის.

წინა სტატიასააკაშვილს ნელი სიკვდილი აქვს მისჯილი – გიული ალასანია
შემდეგი სტატიაიმაზე რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ – წულუკიანი გელათის რეაბილიტაციაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური