მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენი ადასტურებს, რომ სირიასა და ერაყში პროირანული ობიექტები მისი ბრძანებით დაიბომბა

ბაიდენი ადასტურებს, რომ სირიასა და ერაყში პროირანული ობიექტები მისი ბრძანებით დაიბომბა

Published on

ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ სირიასა და ერაყში არსებული პროირანული ძალების 85-ზე მეტი ობიექტი მისი ბრძანებით დაიბომბა:
“ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო და გაგრძელდება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს იქ, სადაც ჩვენ გადავწყვეტთ”, – განაცხადა მან.

საერთო ჯამში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიშის დროს გამოიყენეს 125-მდე მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალები, ამასთან, ბევრი თვითმფრინავი, მათ შორის, ბომბდამშენები, საგანგებოდ ამ ოპერაციაში მონაწილეობისთვის უშუალოდ აშშ-დან გადმოაფრინეს.

ობიექტებში, რომლებზეც იერიშია მიტანილი, შედის სამეთაურო პუნქტები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტები, ლოგისტიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდების კვანძები.

“აშშ არ ეძებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან სადმე სხვაგან, მაგრამ ყველამ, ვისაც სურს გვავნოს, უნდა იცოდეს: თუ თქვენ ზიანს მიაყენებთ ამერიკელებს, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...