მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეკომპანია "ფორმულა" ფორმატს შეიცვლის და მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის

ტელეკომპანია “ფორმულა” ფორმატს შეიცვლის და მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის

Published on

ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მაუწყებლობა უახლოეს თვეებში ფორმატს შეიცვლის და მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

ტელევიზია ამბობს, რომ გადაწყვეტილების პარალელურად “უწევთ რეორგანიზაცია”, კერძოდ მოხდება არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა, საკადრო რესურსის შემცირება, საშტატო ოპტიმიზაცია.

იხილეთ განცხადება:

ტელეკომპანია „ფორმულა“ გატყობინებთ ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილებას. ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს.

რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც: ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...