მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინაში - რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის

სად რა ხდება უკრაინაში – რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის

Published on

გასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა 960-ზე მეტი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახერხეს, თუმცა, 28 იანვარს ეს მაჩვენებელი 1000-ს აჭარბებდა. განსაკუთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ავდეევკასთან. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები (DEEPSTATE, ISW) წერენ, რომ ამ მიმართულებაზე ოკუპანტებს ნაწილობრივი უპირატესობა აქვთ, პირველ რიგში, რიცხოვანების თვალსაზრისით. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა გაიუმჯობესეს მდგომარტეობა ავდეევკის ფრონტის პერვომაისკის მიმართულებაზე. უკრაინელი სამხედროები წარმატებით იგერიებენ რუსულ იერიშებს. 

29 იანვარს, ორშაბათს, უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი რუსული გამანადგურებელი SU-34 ჩამოაგდეს. 

საერთო ჯამში, რუსეთის არმიის დანაკარგები ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  • ტანკი – 6 300 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 725 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 9 144 ერთეული [+31]
  • MLRS – 972 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 084 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 846 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 191 ერთეული [+42]
  • სპეცტექნიკა – 1 448 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 345 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 456 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 817 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 211 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 892 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 007 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

სიახლეები

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება. 21-23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი: თბილისში ცივი...