Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში ფრენებს იწყებს

0
109

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები 2 აპრილიდან დაიწყება.

ფრენები კვირაში სამი სიხშირით – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

Georgian Airways თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც დაფრინავს, ასევე, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში.

შეგახსნეებთ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ
დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.

წინა სტატიაღარიბაშვილი დღეს, 17 საათზე ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილს კობახიძით ანაცვლებენ თანამდებობა შესაძლოა სუს-ის უფროსმა და კიდევ 5-მა მინისტრმა დატოვოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური