მთავარისიახლეებიმსოფლიომწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე ტრამპს სასამართლომ $83.3 მილიონის გადახდა...

მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე ტრამპს სასამართლომ $83.3 მილიონის გადახდა დააკისრა

Published on

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა, 65 მილიონი კი ჯარიმა.

BBC-ის ცნობით, ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო, ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდებულად კი ტრამპი ამ საქმეზე 2023 წლის სექტემბერში ცნეს.

ცნობისთვის, მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ კეროლმა პირველად New York Magazine-თან 2019 წელს განაცხადა.

თუმცა, ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა. სწორედ ამის შემდეგ შეიტანა კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელი, სადაც ის ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა მისი რეპუტაცია შელახა. სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ 2023 წლის მაისში ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა

სიახლეები

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...

SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე-საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის...

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის...

ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას...