სტატუსის მინიჭება გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია, იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება

0
130

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული და ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მუშაობა დაჩქარდება და შემდეგ ეტაპზე ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გადავა.

“9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზეც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე”, – ამბობს ჰერჩინსკი.

წინა სტატია28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული
შემდეგი სტატია“მგონია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური