მთავარისიახლეებისაზოგადოებაორბელიანზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული პირი

ორბელიანზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 2005 წელს დაბადებული ს.პ. შემთხვევა გუშინ, ორბელიანის მოედანზე მოხდა. დაჭრილი პირი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...