მთავარისიახლეებიაუცილებელია დამტკიცდეს საქართველოს სამოქმედო გეგმა საკანონმდებლო ინიციატივებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტთან ჰარმონიზაციისთვის

აუცილებელია დამტკიცდეს საქართველოს სამოქმედო გეგმა საკანონმდებლო ინიციატივებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტთან ჰარმონიზაციისთვის

Published on

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა დომინიკ ჰასლერმა რუსეთის აგრესიაზე საქართველოში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო დონეს ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს.

“უკრაინა სამწუხაროდ არ არის ერთადერთი ქვეყანა, ჩვენ ორგანიზაციაში, რომელმაც რუსული აგრესია გამოცადა. იგივე მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, 31 ოქტომბრის მოხსენება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ოსეთში ადამიანების უფლებების შესახებ ძალიან მძიმეა. ამ რეგიონებს მართავენ დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებსაც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ხელს უშლის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს შემთხვევაში აუცილებელია დამტკიცდეს 2024-27 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია საკანონმდებლო ინიციატივებისა და პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტთან ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით”, – თქვა დომინიკ ჰასლერმა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...