უკრაინის დროშის დაწვის ფაქტი, წალენჯიხაში

0
168

წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობის შესასვლელთან, სადაც საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები იყო აღმართული, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია.

“ინციდენტი წალენჯიხაში მოხდა იმიტომ, რომ წალენჯიხა საქართველოს მასშტაბით გახლავთ ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობა ჰუმანიტარული მისიებით ეხმარება დამეგობრებული ქალაქის, იავორივის მოსახლეობას და ამ დღეებში წალენჯიხის მერიამ მიიღო მადლიერების წერილი იავორივის მერისგან. ეს გაღიზიანებაც ხდება იმ მარგინალური ჯგუფებისგან, ფსევდოეროვნული მარგინალური ჯგუფებისგან, რომლებსაც ხელისუფლება ახალისებს ქვეყნის მასშტაბით”, – ამბობს მერი, გია ხარჩილავა.

მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ეს მეორე მსგავსი შემთხვევაა.

წინა სტატიაზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს
შემდეგი სტატიაკახეთში უამინდობას ებრძვიან – რეგიონში 22 ათასამდე აბონენტს დენი არ აქვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური