მთავარისიახლეებისაზოგადოებადავიწყებთ მუშაობას ჩვენ რეფორმებზე, რომ მოვემზადოთ 30+ წევრიანი კავშირისთვის - ლაიენი

დავიწყებთ მუშაობას ჩვენ რეფორმებზე, რომ მოვემზადოთ 30+ წევრიანი კავშირისთვის – ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან EU გეგმავს უფრო მეტი წევრი ქვეყნის მიღებას, როგორიცაა უკრაინა.

ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, რომ წევრების რაოდენობა 30-ზე მეტი გახდეს, რასაც წინასწარ სჭირდება მომზადება.

“ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის”, – განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში.

მისივე თქმით, პალატამ უკვე წარადგინა თამამი იდეები ხელშეკრულებების რეფორმებისთვის.

“მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის გაგზავნილ კომუნიკაციაში, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ”, – თქვა მან.

ახლა ევროკავშირში 27 სახელმწიფოა გაერთიანებული. ბლოკმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაეწყო, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. გარდა ამისა, გაწევრიანების სხვადასხვა ეტაპზე არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...