ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ- გახარია

0
102

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრებს პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ბევრგან უკვე “ჩაშვებული ჰყავთ”. მისივე თქმით, მათ დეტალებში აქვთ მოყოლილი როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არაფორმალურად როგორ იმართებოდა ქვეყანა.

“ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციებიო აღარ არის საკმარისიო, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვს ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს არ არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა”, ამბობს გახარია.

ის დებატებს და პირისპირ საუბარს კიდევ ერთხელ სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს ივანიშვილს, პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟუნრლისტთან, ნებისმიერ გადაცემაში.

წინა სტატიანაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კოლაბორაცია ზუგდიდში
შემდეგი სტატია“ჩვენ ომში ვართ – ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი” – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური