მთავარისიახლეები"უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია"-მედვედევი

“უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია”-მედვედევი

Published on

უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია – წერს დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე და ხსნის, რომ “არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ ბანდერას პოლიტიკურ რეჟიმს”. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას “ხელოვნურ ქვეყნად” მოიხსენიებს:

“მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე.

რატომ?
რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკრაინის სახელით სიმსივნური ზრდის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას ლეგიტიმაციას და თავად “ქვეყნის” იურიდიულ სიცოცხლისუნარიანობას. და, შესაბამისად, ახალი ბრძოლის ალბათობა გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. თითქმის ყოველთვის. მეტიც, არის 100%-იანი ალბათობა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებს მოაწერს ხელს დასავლეთი მარიონეტ კიევის რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება მოხდეს ათ ან ორმოცდაათ წელიწადში.” წერს მედვედევი და სჯერა, რომ უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა “მიხვდება, რომ ცხოვრება დიდ საერთო სახელმწიფოში, რომელიც ახლა ძალიან არ მოსწონთ, სიკვდილს სჯობს”.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...