მთავარისიახლეებიპარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის

Published on

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის.

“ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ხაზარაძე ამ პოსტით, კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ლელოს” ლიდერებს მერმა “ხანდაზმული თაღლითები” “ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები” უწოდა.

„ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე „ხანდაზმული თაღლითების“ პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს”, – თქვა კალაძემ სხდომაზე.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...