მთავარისიახლეებიქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთშია

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთშია

Published on

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთშია. დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. “ოცნების” წევრები ხუთდღიან ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებს შეხვდებიან.

“შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ამ შეთანხმების განხორციელებას. ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. ბევრი სფეროა სადაც შეიძლება ურთიერთობების გაღრმავება, საინტერესოა პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას ჩინეთთან. პოლიტიკური თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება კარგია, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან და საგარეო კურსთან.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...