მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმე სტრასბურგში მიდის

ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმე სტრასბურგში მიდის

Published on

ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმე სტრასბურგში მიდის – ამის პარალალურად, ოჯახი ქართული საგამოიობო ორგანოებიდან ითხოვს პასუხს, რა ეტაპზეა რეზონანსული საქმის გამოძიება.

გინტურების მთავარ მოთხოვნად რჩება თამაზ გინტურის მკვლელების დასჯა.

უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, დანარჩენი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა და არაფერი ვიცი გამოძიებაში რა ხდება, საქმის მასალა სადამდეა მიყვანილი. ჩვენთვის მთავარია დაისაჯოს ჩემი ძმის მკვლელი, ვინც ჩემი ძმა ჩაცხრილა, ჩვენმა მთავრობამ მოითხოვეს მისი საქმე, წამოიღოს საქართველოში, ქართველ ხალხში, საქართველომ გაასამართლოს და აგებინოს პასუხი”- აცხადებს ნიკოლოზ გინტური.

ოკუპანტების მიერ მოკლული კაცის ახლობლები იმ ავტომობილის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც შეიარაღებული აგრესორების სამიზნე გახდა.

ამ დრომდე ვითხოვ მანქანის დაბრუნებას, რომელ მანქანაშიც ჩემი ძმა ჩაცხრილეს, ოჯახს სჭირდება მანქანა, ჩემი ძმის მეუღლე დიალიზზეა, დღეგამოშვებით დაგვყავს გორში. არ არის იმის საშუალება, რომ მეზობლებმა ატარონ”, – ამბობს ნიკოლოზ გინტური.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ოჯახს ჰქონდეს მასალებთან წვდომა, იყოს ინფორმირებული ყველა საგამოძიებო ღონისძიების შესახებ. ორგანიზაცია, რომელიც ოჯახს სტრასბურგში ადვოკატირებას გაუწევს,

თუ გახდება და ოჯახის ინტერესიც იქნება, შემდგომ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსადმი იყოს ასევე მიმართვა, სადაც იქნება დაყენებული რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ამ კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში გვექნება უფრო სრული სურათი, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდა გამოძiების მხრიდან იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ არის დამნაშავე და კონკრეტული პირები მიეცნენ პასუხიsგებაში”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

უკვე ორი თვეა რუსი სამხედროების მიერ სასტიკად მოკლული კაცის ოჯახი, ქართული გამოძიების შედეგებს ელოდება. ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, დადგინა თუ არა ქართულმა გამოძიებამ დანაშაულში მონაწილეeბი პირების ვინაობა ან რა გეგმა აქვთ მათ დასასჯელად.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...