მთავარისიახლეები2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

Published on

გერმანიაში 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 50%-ზე მეტით გაიზარდა – ამ მოთხოვნით ქვეყნის ხელისუფლებას 351 915-მა ადამიანმა მიმართა.

როგორც Spiegel წერს, თავშესაფრის მაძიებელთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 399 მოქალაქემ ითხოვა.

“თაავშესაფრის ყვეალზე დიდი ჯგუფი სირიიდანაა – 104 651 ადამიანი, შემდეგ თურქეთი,- 62 624, ავღანეთი – 53 582, ერაყი – 12 360, ირანი 10 206, საქართველო 9 399 და რუსეთი – 9 028”, – წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ დეკემბერში თავშესაფრის მიღების ახალი პროცედურების რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველად განაცხადი 23 025-მა ადამიანმა მიიღო, ნოემბერში – 35 316 და ოქტომბერში – 31 887.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...