მთავარისიახლეებიიანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება

იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება

Published on

იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება – მსგავს პროგნოზს “პირველებთან” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე აკეთებს.

მისი თქმით, გრიპის ვირუსს სხვადასხვა გართულებების დიდი რისკი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

“ნოემბრის ბოლო და დეკემბრის მეორე ნახევარი გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა, რაც აისახა კიდეც პაციენტების რაოდენობის ზრდაში, მომართვიანობის ზრდაში. სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი.

ყველაზე მეტი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში ვგულისხმობთ პირველ რიგში ფილტვების ანთებას” – თქვა მედიკოსმა.

სიახლეები

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...

ერთად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს! ზუგდიდში აღდგომის ღამეს მორიგი აქცია გაიმართება

ჩვენ უკვე ვიქეცით ერთმანეთის ოჯახის წევრებად, ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გამზიარებლებად. არავინ არის იმაზე...

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...