მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან იანვარში შევა

სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან იანვარში შევა

Published on

ნიშნავს თუ არა ომბუდსმენის განცხადება იმას, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას აპირებს? სახალხო დამცველის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ლევან იოსელიანის თქმით, მართალია მიხეილ სააკაშვილი აღარაა კრიტიკულ ვითარებაში, თუმცა იქვე დასძენს რომ საბოლოოდ მისი ჯანმრთელობა სამედიცინო კონსილიუმმა უნდა შეაფასოს, რომელიც ვივა მედის კლინიკაში იანვარში აპირებს შესვლას.

“სამ თვეში ერთხელ თუ რამე ექსტრაორდინარული არ ხდება, შევდივართ ხოლმე სანახავად. ეს უწევს სადღაც იანვრის შუა რიცხვებში. ეს იქნება გეგმიური ნახვა, გავსინჯავთ და როგორც ყოველთვის, გამოვაქვეყნებთ დასკვნას. რაც შეეხება სად გააგრძელებს მკურნალობას, იმ კლინიკაში სადაც არის, თუ დააბრუნებენ ციხეში, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენ დასკვნაში ამაზე ლაპარაკი სავარაუდოდ არ იქნება. ძირითადად ვივა მედის ექიმების გადასწყვეტია” ამბობს კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას გახარიას პარტია უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტი კარგადაა და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ის ციხეში დააბრუნონ.

ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ “ვივა მედის” ექიმები ამ ეტაპზე მისი ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....