მთავარისიახლეებიპაპუაშვილი დამშვიდდეს, დაწყნარდეს და მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად - ბოკუჩავა

პაპუაშვილი დამშვიდდეს, დაწყნარდეს და მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად – ბოკუჩავა

Published on

პაპუაშვილი დამშვიდდეს, დაწყნარდეს და მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად – ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნოდ დაანონსებულ არეულობაზე გაკეთებულ განცხადებას.

ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხი, ისევე როგორც მოიპოვა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასე გაისტუმრებს რუსულ ხელისუფლებას

შალვა პაპუაშვილი დამშვიდდეს, დაწყნარდეს და მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად. 2024 წელს აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. ქართველი ხალხი, ისევე როგორც მოიპოვა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასე გაისტუმრებს რუსულ ხელისუფლებას და შემდეგი კოალიციური, დემოკრატიული და პროევროპული ხელისუფლება გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. 4 წელიწადში ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი და შეუძლია, მშვიდად დაელოდოს ამ მოცემულობას შალვა პაპუაშვილი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2024 წლის გადაწმყვეტი არჩევნების წინ არეულობას აანონსებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს და პროვოკაციებს ელოდება.

პაპუაშვილის შემდეგ, ქვეყნაში არეულობაზე ირაკლი ზარქუაც ალაპარაკდა.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....