მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში "ინვეტის" ფილიალი გაიხსნა (Video)

ზუგდიდში “ინვეტის” ფილიალი გაიხსნა (Video)

Published on

ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ინვეტის ფილიალი გაიხსნა“ინვეტ ჯგუფი“, როგორც ვეტერინარულ დარგში მოქმედი ლიდერი კომპანია, 22 წელია რაც ქართულ ბაზარზე არსებობს. ამჟამად, „ინვეტ ჯგუფი“ აერთიანებს შემდეგ მიმა რთულებებს:
• „ინვეტ პროდუქტი“ (ვეტერინარული პროდუქცია);
• „ინვეტ ფიდი“ (კომბინირებული საკვებისა და საკვებდანამატების წარმოება);
• „ინვეტ ზოო“ (ზოო პროდუქცია და მომსახურება)
• „დავათი“
„ინვეტი“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს: ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ვაქცინები, ვიტამინები, მინერალები, სადეზინფექციო საშუალებები, ცხოველთა და ფრინველთა ბალანსირებული კვება, საკვები დანამატები და ზოოპროდუქცია. 2015 წლიდან კომპანია ფლობს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მართვის ეფექტურობას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ზრდა-განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სამომავლოდ, „ინვეტ ჯგუფი“ გეგმავს საქართველოს მთელი ტერიტორია დაფაროს თავისი ფილიალებით, რათა მომხმარებლებისთვის მისი მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...