მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

Published on

ამერიკის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლო ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს კონსტიტუციის იმ დებულების მიხედვით, რომელიც კრძალავს თანამდებობა დაიკავონ პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ “აჯანყებაში”.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მისი როლის გამო. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება, რათა გაუქმებულიყო შედეგები, რომლითაც ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდა.

კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია და მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხება მხოლოდ კოლორადოს, ის გავლენას იქონიებს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს და თქვას შეუძლია თუ არა რესპუბლიკელების კანდიდატს დარჩეს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

ტრამპის კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.

“კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ამაღამ გამოაცხადა სრულიად არასწორი გადაწყვეტილება და ჩვენ სასწრაფოდ გავასაჩივრებთ შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში და პარალელურად მოვითხოვთ ამ ღრმად არადემოკრატიული გადაწყვეტილების შეჩერებას”, – თქვა ტრამპის კამპანიის სპიკერმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...