მთავარისიახლეებიეს არის საქართველოს გამარჯვება, იქონიებს თუ არა მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება...

ეს არის საქართველოს გამარჯვება, იქონიებს თუ არა მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნებაზე – ოთხოზორიას დედა სტრასბურგზე

Published on

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგა ოთხოზორიას დედა საქართველოს გამარჯვებად აფასებს და ამბობს, რომ ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მოითხოვოს მკვლელის გადმოცემა და კანონიერად მისი დასჯა:

“ეს არის საქართველოს გამარჯვება და ეს იქნება საწინდარ იმისა, რომ დაფიქრდეს ვისაც ევალება, რუს ჯალათებს, რომ ასე ქართველი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შერჩებათ მათ. ამავდროულად, იმედი გაჩნდა იმისა, რომ დაღუპული და სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი ადამიანების საკითხებიც დადებითად გადაწყდება…

იქონიებს თუა რა ჩემი შვილის მკვლელების დასჯაზე გავლენას, დამოკიდებული იქნება უკვე საქართველოს სამართალდამცავებზე და ჩვენი ხელისუფლების ნებაზე. ახლა უკვე ხელში უჭირავთ ასეთი გადაწყვეტილება, შეუძლიათ კატეგორიულად მოითხოვონ მკვლელის გადმოცემა ქართული მხარისთვის და დასჯა კანონიერად. ” ამბობს ჯულიეტა ჭანტურია “მთავარ არხთან”.

მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ რაშიდ კანჯი ოღლი არაა დამნაშავე და კადრებში კარგად ჩანს კიდევ 4 შეიარაღებული ოკუპანტი, რომლებმაც დაუბრკოლებლად გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი და მკვლელობის შემდეგ უკანაც დაუბრკოლებლად გაბრუნდნენ.

ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მნიშვნელოვანია მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს ის 14 წლიანი განაჩენი, რომელიც ქართულმა სასამართლომ ოკუპანტ მკვლელს დაუსწრებლად მიუსაჯა. მისივე თქმით, მკვლელების გადმოცემას, ხელისუფლება ყველა შეხვედრაზე უნდა ითხოვდეს.

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...