მოსასმენი ვალერი ზალუჟნის იმ კაბინეტში იყო დამონტაჟებული, სადაც უნდა ემუშავა

0
100

უკრაინის შეიარაღევული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მოსასმენი აპარატურა იმ კაბინეტში იპოვა, სადაც დღეს უნდა ემუშავა.

“ასე გეტყვით: ეს ის კაბინეტია, რომელიც დღეს უნდა გამომეყენებინა. სწორედ აქ, შემოწმების დროს ვიპოვეთ დამონტაჟებული მოსასმენი, თქვა მან და დაამატა, რომ ეს კაბინეტი მისი მუდმივი ადგილსამყოფელი არ არის.

“რამდენიმე ადგილი მაქვს, სადაც ვმუშაობ. და აი, ერთგან ეს მოხდა. იქ მე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. მაგრამ შევამოწმეთ და ვიპოვეთ”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.

შეგახსენებთ, ვალერი ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატურის პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

 

წინა სტატიამაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა EU-ს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური