პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე გაიმარჯვა “ოცნებაზე” – აქუბარდია

0
147

პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე გაიმარჯვა მმართველ პარტიაზე – ასე აფასებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გუშინდელ საზეიმო ღონისძიებაზე, მმართველი პარტიის ქცევას.

აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტმა აჩვენა, რომ ეს ყველაფერი იყო ქვეყნისთვის და ხალხისთვის და არა საკუთარი როლის, ან დამსახურების გამოსაკვეთად.

პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე გაიმარჯვა მმართველ პარტიაზე. ერთი მხრივ იმით, რომ ის დადგა ქართველ ხალხთან ერთად და არა ცოტა ზევით. აჩვენა, რომ ეს ყველაფერი იყო ქვეყნისთვის და ხალხისთვის და არა საკუთარი როლის, ან დამსახურების გამოსაკვეთად. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი მორიგი გამარჯვება და “ქართული ოცნების” მორიგი მარცხი, როდესაც საუბარია ღირსებაზე, ევროპაზე და ევროპულ პოლიტიკაზე”, – აღნიშნა აქუბარდიამ.

ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია ის დიდი უხერხულობა, რომელიც სახალხო ზეიმზე, მთელი მსოფლიოს დასანახად შეიქმნა. ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო გამოენახა ვერც ერთი წუთიი პოლარიზაციის დასაძლევად და ერთიანობის სადემონსტრაციომ.

მმართველმა გუნდმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლის და ხალხისთვის მილოცვის საშუალება არ მისცა.

წინა სტატია“გამარჯვების პლატფორმა” რონ ნერინგანს შეხვდა
შემდეგი სტატიავულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ველით რეფორმების მხარდაჭერას – ბენ კარდინი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური