მთავარისიახლეებიEU-ს ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ

EU-ს ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ

Published on

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ – გადაწყვეტილება სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული.
„ევროპული საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, თუმცა მის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა. ოფიციალური ვენა უკმაყოფილო იყო უკრაინის მიერ ავსტრიული ბანკის ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით.

სანქციების მე-12 პაკეტი, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ბრილიანტების იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას. გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...