მთავარისიახლეებიჩვენ ზურგს არ ვაქცევთ უკრაინას, გვინდა ვიხილოთ მისი გამარჯვება ომში - ბაიდენი

ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ უკრაინას, გვინდა ვიხილოთ მისი გამარჯვება ომში – ბაიდენი

Published on

შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ “გააგრძელებს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მანამ, სანამ ჩვენ შევძლებთ”.

“ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს. კონგრესში და თავად ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას, ისევე როგორც მე, ესმის, რომ უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება დებატებს კონგრესში უკრაინის დახმარების საკითხზე (ისევე, როგორც ისრაელისა და ტაივანის, ასევე მექსიკასთან საზღვრის გამაგრების) შესახებ, ბაიდენმა თქვა, რომ დემოკრატია არის კომპრომისის ხელოვნება, მაგრამ მან უკვე შესთავაზა კომპრომისი რესპუბლიკელ კანონმდებლებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ომის მოსაგებად უკრაინას ჰაერის კონტროლი სჭირდება. განსაკუთრებით აღინიშნა ამერიკული “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც რუსეთი, მისი თქმით, ვერაფერს უპირისპირებს.

“ჩვენ გვინდა ვიხილოთ უკრაინის მოგება ომში. გამარჯვება ნიშნავს, რომ უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ერია. და მას შეუძლია დღეს საკუთარი თავის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება. ეს არის ჩვენი მიზანი”, – თქვა ბაიდენმა.

სიახლეები

სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი პროცესზე პოლიციელ ქმართან ერთად მივიდა

საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ...

კობახიძემ მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ...

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის...

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

100 დღე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან - ჟურნალისტის საქმეს "მედია ადვოკატირების კოალიცია" კიდევ ერთხელ...