მთავარისიახლეებიდმიტრო კულება - ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს...

დმიტრო კულება – ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას

Published on

ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება.

„დღეს აქ ვარ, სადაც ყურადღებას გავამახვილებთ არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ ევროპული საბჭოს მიერ მოსამზადებელ საკითხებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამასთან, დმიტრო კულებას კითხვა დაუსვეს არგენტინაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი ზელენსკი არგენტინაშია, მე – ბრიუსელში. ამიტომ არ ვიყავი ჩართული ამ მოკლე საუბარში. არ შემიძლია, გაგიზიაროთ ატმოსფერო. მათ შორის იყო კომენტარების გაცვლა. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვხვდები. ეს იქნება ჩვენი პირველი პირისპირი შეხვედრა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ და ვფიქრობ, ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს, ვესაუბრებით უნგრეთს. როგორც ვთქვი, უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა განათლებისა და ეროვნული უმცირესობების ენის გამოყენების შესახებ იმ მხრივ, როგორც უნგრეთს სურდა, შეცვლილიყო. ამიტომ ეს ფაქტი უნდა დაფასდეს“, – აღნიშნა კულებამ.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...