მთავარისიახლეები2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს - შსს-ს სტატისტიკა

2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს – შსს-ს სტატისტიკა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განახლებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს.

სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში საქართველოში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. შსს-ს ცნობით, რეგისტრირებული 52 შემთხვევიდან – 47 გახსნილია.

სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული იყო მკვლელობის 56 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

შსს-ს სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ით აღემატება.

რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, შსს-ს ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვლელობის მცდელობის 44, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 36 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, გახსნილია მკვლელობის მცდელობის 40, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 35 შემთხვევა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....