მთავარისიახლეებიპრეზიდენტმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს - გახარია

პრეზიდენტმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს – გახარია

Published on

გიორგი გახარია მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებზე საუბრობს. ყოფილი პრემიერი სალომე ზურაბიშვითან დაკავშირებით ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია, რომელიც დამოუკიდებელია.

მისი თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი არ უნდა შეიწყალოს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყოფილ პრემიერს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ის უნდა იყოს ციხეში და მისთვის გაუგებარია, რატომ ეძლევა მიხეილ საკაშვილს სასამრთლოდან საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა.

არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაქვემდებარებული პარტიულ ხაზს. ვთვლი, რომ მისი პოზიცია არის ჯანსაღი პოზიცია. ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა, ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს. რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ გამოუშვით ან ვერ მიიღებთ ევროპულ პერსპექტივას. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ, მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. მიშა სააკაშვილს აძლევენ უფლებას ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია აწარმოოს სასამართლო დარბაზიდან”, – ამბობს გახარია.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...