ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა

0
118

ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, “ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა”. შეხვედრა გასული კვირის ბოლოს შედგა. ინფორმაციას ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ინგუშეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, იუწყებიან, რომ შეხვედრის მონაწილეები იმყოფებოდნენ „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილას“.

შეხვედრაზე იმყოფებოდა დავით ცეცხლაძე – ქართული დიასპორის წარმომადენელი რუსეთში, რომელმაც პირადად სთხოვა კრემლს, რომ მოსკოვს თბილისთან ფრენები აღედგინა.

ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო. როგორც “ეხო კავკაზა” წერს, საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გამოცემა წერს, რომ ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მანამდე სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და პროექტის მიზნებზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ მიზაი “სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარებაა კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად”.

წინა სტატიამხარდაჭერა კანდიდატის სტატუსისთვის არასამთავრობოებმა იტალიის საელჩოს მიმართეს
შემდეგი სტატია“ვეცდებით დავიწყოთ ნორმალური დიალოგი” -გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური