მთავარისიახლეებიქადაგიძე ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი მოსამართლეების დემონიზების გამო ბოდიშს ითხოვს

ქადაგიძე ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი მოსამართლეების დემონიზების გამო ბოდიშს ითხოვს

Published on

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ბოდიშს ითხოვს ქართული სასამართლოს დემონიზებისთვის. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს არის, თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე, როდესაც მის სანქცირებაზე ხდება საუბარი.

ქადაგიძემ დღეს მედიასთან ყველა ბრალდება უარყო და ამტკიცებდა, რომ ქართული მართლმსაჯულება კორუფციისგან სრულად დაცლილა.

“ცალსახად, ყველა იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი მოსამართლეების დემონიზება, ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში. ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა აგორა, აი, ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე, რაც დასვით.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბუნებრივია, ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ დეპარტამენტიდან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, თუ მათ სრუვილი ექნებათ და თუ თვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი და მეყარება შესაბამის მტკიცებულებებს, შესაბამის საფუძველს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილ უნდა იქნებს”, – თქვა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ასევე მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აკერძალათ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...