ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

0
121

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰამასთან” ზავი გაგრძელდება “შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, გააგრძელონ მძევლების გათავისუფლების პროცესი”. ისრაელის ცნობით, ეს დაექვემდებარება ხელშეკრულების პირობებს.

თავის მხირვ, “ჰამასმა” განაცხადა, რომ დათანხმდა ზავის გაგრძელებას ისრაელთან მეშვიდე დღით.

Israel Hayom პრემიერის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ “ჰამასმა” ისრაელს ქალებისა და ბავშვების მძევლების ახალი სია გადასცა, რომლებიც უნდა გაათავისუფლონ.

შუამავალმა ერმა კატარმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ზავი კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება.

“და ისრაელის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებაზე არსებული პირობებით, რაც არის ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლა ღაზაში”, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელი და “ჰამასი” გასულ ოთხშაბათს შეთანხმდნენ ზავის შესახებ. გუშინდელი ღამის მონაცემებით, გათავისუფლდა 97 მძევალი და 180 პალესტინელი პატიმარი. ღაზის სექტორში ასობით სატვირთო შევიდა ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო მარაგითა და საწვავით.

წინა სტატიაყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
შემდეგი სტატია“საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა” – სიმონიანი მდინარაძის განცხადებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური