მთავარისიახლეებიყველა ადამიანზე, ვინც იყო პოლიტსაბჭოს წევრი და შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისევ...

ყველა ადამიანზე, ვინც იყო პოლიტსაბჭოს წევრი და შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისევ იყვნენ საბჭოში – ხაბეიშვილი

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს 4 საათზე პოლიტიკურ საბჭოს მიმართავს ამავე ორგანოს გაფართოების შესახებ ინიციატივით. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეურთდება “ერთობის მანიფესტს”, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ისინი ისევ იყვნენ პოლიტიკურ საბჭოში და წარმოადგინონ პარტია.

მანიფესტს ხელი არ მოაწერეს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა.

“2023 წლის 23 ნოემბერს ოფიციალურად იცით დასახელდა პრეზიდენტი სააკაშვილი გამარჯვების კოალიციის მთავარ ლიდერად. შესაბამისად, მას ჰქონდა ინიციატივა პოლიტიკური საბჭოს, ვგულისხმობ ცხადია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ. შესაბამისად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 4 საათზე ენმ-ის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, გამარჯვების კოალიციის ლიდერის ინიციატივის შესაბამისად. მეტიც, საზოგადოებას დღეს 4 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ექნება კონკრეტული ინფორმაციები ამ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას ეს ადამიები იყვნენ ენმ-ის პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ ნაციონალური მოძრაობა”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით,  იმედი აქვს, რომ პოლიტიკური საბჭო მხარს დაუჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...