ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმისა და ოჩამჩირის სანაპიროებზე, ჯერ დაუდგენელმა პირებმა, სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტებმა ან ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულმა მოქალაქეებმა პროპაგანდისტული, პატრიოტული მცირე ზომის პლაკატები გააკრეს.
“აფხაზეთში არ არის ადგილი რუსული სამხედრო ხომალდებისთვის!” – წერია რუსულად ამ პლაკატებზე.
როგორც აფხაზური ინტერნეტფორუმების იუზერები წერენ, პლაკატები ძალიან ბევრგანაა გაკრული:
“მთელი დღეა, სოხუმის სანაპიროზე ასეთ პლაკატებს ვხევ – ნახეთ ისინი?”, – კითხულობს ერთ-ერთი იუზერი. იქვე, მეორე ფორუმელი დასძენს, რომ მსგავსი პლაკატი ოჩამჩირეშიც შეხვდა.