უკრაინა ალიანსში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა მიიღონ – ანდერს ფოგ რასმუსენი

0
130

უკრაინა ალიანსში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა მიიღონ – ამ ინიციატივით NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოდის. ამის შესახებ The Guardian წერს.

რასმუსენის თქმით, თუ ამ გეგმას გაყვებიან ქვეყნები, უკრაინის NATO-ში მიღება არ იქნება კონფლიქტის გაყინვის მანიშნებელი, არამედ, პირიქით, მიანიშნებს რუსეთს, რომ მას არ შეუძლია შეუშალოს ხელი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

დადგა დრო შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად და უკრაინის ნატოში მოსაწვევად. ჩვენ გვჭირდება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელშიც უკრაინა ნატოს შუაგულში იქნება. მეხუთე მუხლით გათვალისწინებული გარანტიები არ მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, მიიტანოს იერიში ნატოს შემადგენლობაში მყოფ უკრაინულ ტერიტორიაზე, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის უკრაინულ ჯარებს ფრონტის ხაზზე“, – აცხადებს რასმუსენი.

წინა სტატია“ოცნებას” სოციალური აფეთქების ეშინია, ამიტომ არ აწყობთ 2%-იანი ბარიერი
შემდეგი სტატიათამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა | პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური