მთავარისიახლეებითამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა | პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა | პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

Published on

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა – საქართველოს პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური, ცნო.

“გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება თამაზ გინტურსა და ლევან დოთიაშვილს, რა დროსაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით განზრახ მოკლული იქნა თამაზ გინტური.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 56-ე მუხლის შესაბამისად, იმ დანაშაულის საქმეებზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი უნდა იქნას მოკლული თამაზ გინტურის შვილი – დიმა გინტური, ვინაიდან, მას მიადგა მორალური ზიანი მამის გარდაცვალების გამო,” – ნათქვამია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...